რეზონანსი
19.05.2020

„არ ვთვლი მას ისეთ ფასეულ პიროვნებად ქართულ პოლიტიკაში, რომ მასზე ვისაუბრო მუდმივად", - აღნიშნულის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

„არ ვთვლი, რომ ამ პიროვნებაზე მუდმივად უნდა ვისაუბრო. თუ მას აქვს რამე კონკრეტული გეგმა, ეს მისი გეგმაა და არ მაინტერესებს. მას შეიძლება თავისი როლი ჰქონდეს, სადღაც ერთ მაჟორიტარულ ოლქში. არ ვთვლი მას ისეთ ფასეულ პიროვნებად ქართულ პოლიტიკაში, რომ მასზე ვისაუბრო მუდმივად. უამრავი რამ შემიძლია ჩამოვთვალო. პირადი დამოკიდებულებები, ის რაც ხდებოდა მისი დავალებებით ჩემს მეგობრებთან დაკავშირებით, ჩემი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. ამ პერსონას არ ვთვლი ისეთ ფასეულად, რომ მასზე ვისაუბრო", - განაცხადა ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×