რეზონანსი
19.05.2020

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურაში საცხოვრებელი სახლი იწვის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ხის სახლს გაუჩნდა და დამხმარე ნაგებობაზეც გავრცელდა. ადგილზე სახანძრო - სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობს.

მომხდარ ფაქტს ხულოს მერიის შესაბამისი სამსახური შეისწავლის.

„ვაშაყმაძეების ოჯახს ქირით გავიყვანთ. დროებით საცხოვრებელში ყოფნის პერიოდში, შევისწავლით ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს და შესაბამის დახმარებას გავუწევთ. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. დაზარალებული ოჯახი მეზობლებს აფარებს თავს",- აცხადებენ ხულოს მერიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×