რეზონანსი
19.05.2020

ბრიტანული სიგარეტის კომპანია აცხადებს, რომ თამბაქოზე დაფუძნებული კორონავირუსის ვაქცინა მზად არის ადამიანზე გამოსაცდელად.

Bloomberg-ში გამოქვეყნებული სტატიის თანაახმად, კი FDA-ის დასტურის შემდეგ, კომპანიას შეეძლება, ვაქცინა ადიმიანებზე გამოსცადოს.

Kentucky BioProcessing-მა ვაქცინაზე მუშაობის დაწყების შესახებჯერ კიდევ აპრილის თვეში განაცხადა. ეს არის თამბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, BAT-ის შვილობილი და ის ბიოტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობს.

ინოვაციური მიმართულება, რომელიც კომპანიის მიერ არის დანერგილი, თამბაქოს ფოთლების მეშვეობით, ახალი თაობის ვაქცინების წარმოებაა.

კომპანია FDA-ისგან პასუხის მიღებას უახლოესი კვირების განმავლობაში ელის.

Kentucky BioProcessing-ი, ვაქცინას მცენარეული ორგანიზმით აწარმოებს, რასაც კომპანიის ინფორმაციით, რამდენიმე უპირატესობა გააჩნია ვაქცინის წარმოების ტრადიციულ ტექნოლოგიასთან მიმართებით, კერძოდ:

აღნიშნული ტექნოლოგია უსაფრთხოა, რადგან თამბაქოს ფოთლები არ შეიცავენ იმ ტიპის პათოგენებს, რაც იწვევს დაავადებებს ადამიანში.

უფრო სწრაფია, რადგან ვაქცინის ელემენტების აკუმულირება თამბაქოს ნერგში ხდება გაცილებით სწრაფად - 6 კვირაში, ტრადიციულ მეთოდებიოთ კი მას მრავალი თვე სჭირდება.

ვაქცინა ვარგისია ოთახის ტემპერატურის პირობებშიც კი, როცა ტრადიციული ვაქცინები ხშირად სპეციალურ მაცივრებს საჭიროებენ.

“პრაიმტაიმი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×