
„ამოცანა გვაქვს მარტივი, ცხადი და ძალიან კონკრეტული: ქვეყანა ამ კრიზისიდან უნდა გამოვიყვანოთ უფრო ძლიერი," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„გამოწვევები კერძო სექტორს კახეთში კი არა, ეკონომიკას აქვს, ეს გამოწვევები ყველას გააზრებული უნდა გვქონდეს და უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კრიზისის პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. ამოცანა გვაქვს მარტივი, ცხადი და ძალიან კონკრეტული - ჩვენ ქვეყანა ამ კრიზისიდან უნდა გამოვიყვანოთ უფრო ძლიერი, ეს კრიზისი საქართველომ უნდა გამოიყენოს როგორც ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის, მათი რეალიზების ყველაზე კარგი შესაძლებლობა. ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობარული კრიზისი უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობა. მძიმე საყურებელია ასეთ პერიოდში, ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე კახეთი ცარიელი, რთული სანახავია ცარიელი სასტუმროები, ახალი აშენებული, უმაღლესი კლასის სასტუმროები, თუმცა ყველას უნდა გვემოსდეს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს უსაფრთხოდ ტურისტების მიღებას, ეს არის ჩვენი ამოცანა", - განაცხადა პრემიერმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.