რეზონანსი
19.05.2020

ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ისეთი გადამდები და საშიში ვირუსი, როგორიც ახალი კორონავირუსია ასე ადვილად არ დანებდება და ასე ადვილად ჩვენი ცხოვრებიდან არ წავა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

„ჩვენ ამ ეტაპისთვის კარგი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი საერთოდ გაქრება, ვირუსის ეს ტალღა სახელმწიფომ საკმაოდ წარმატებით მართა, მაგრამ ეს პანდემიის დასასრული არაა, ამას საზოგადოების მხრიდან იგივე ღონისძიებების გაგრძელება სჭირდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მიცემულ რეკომენდაციებს უნდა მივყვეთ", - აღნიშნა ინფექციონისტმა.

საქართველოში კორონავირუსი 702 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 456 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×