რეზონანსი
19.05.2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდ-19-ით ერთი პაციენტია მოთავსებული. ახალგაზრდა მამაკაცს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი კლინიკაში მეექვსე დღეა მკურნალობს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, მამაკაცმა კოვიდ-19 რამდენიმე კვირის წინ დაამარცხა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც სიმპტომები ისევ გამოუვლინდა, მისი ბიოლოგიური ნიმუში კვლევისთვის გაიგზავნა და კვლავ დადებითი პასუხი მიიღეს.

ახალგაზრდა მამაკაცი საჩხერის კლინიკაში თავდაპირველად საირმის საკარანტონო სივრციდან იყო გადაყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×