თამთა ჩაჩანიძე
19.05.2020

„შეიძლება ზოგიერთმა ვიღაც დაასახელა, მაგრამ მაგაზე საუბარი არ ყოფილა", -ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე პარტია „კანონი და სამართალის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის მიერ „ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც პრემიერ-მინისტრობის შესაძლო ერთიან ოპოზიციურ კანდიდატად „ახალი საქართველოს" თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს ასახელებს.

კაპანაძისვე თქმით, შესაძლოა აღნიშნული განცხადება ჩარკვიანის პირადი მოსაზრებაა, რადგან ოპოზიციაში პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატურებზე მსჯელობა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

„ოპოზიციას პრემიერ-მინისრტობის შესაძლო კანდიდატურაზე მსჯელობა არ დაუწყია. შეიძლება ზოგიერთმა ვიღაც დაასახელა, მაგრამ მაგაზე საუბარი არ ყოფილა, კანდიდატურებზე მსჯელობა ჯერჯერობით არ არის. ეტყობა ქალბატონი თაკო ასე ფიქრობს მას კითხეთ", - განაცხადა კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×