რას წერს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ PR მენეჯერი ავთო დვალიშვილი საკუთარ "ფეისბუქ-გვერდზე"
რეზონანსი
20.05.2020

"დისტანციურად ყველა ვმუშაობთ და ეს არახალია.  ოფისში რომ მივალ არც ამაში იქნება ახალი რამე... დაცვის ბიჭებს ხელის აწევით რომ მივესალმები, ისინი მინის იქიდან დამიბრუნებენ გამარჯობას - ეს ნამდვილად იქნება ახალი... არა მარტო ჩვენთვის, ყველასთვის მინის იქით და აქეთ მთელი ორი თუ სამთვიანი უცნაური განცდებია, რომელიც ალბათ ყველას სიცოცხლის ბოლომდე გვემახსოვრება. 

როცა კომპანიაში 6 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს და არცერთ თანამშრომელს არ ჰქონია ახალი კორონა ვირუსი, უთუოდ რაღაცაზე მეტყველებს და ეს რაღაც არის ორგანიზებულება და კომპანიის მხრიდან ადამიანების ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულად ზრუნვა.... მე, Big idea-ს დავარქმევდი - ზრუნვას... 

დღეს HR დეპარტამენტიდან მეილებზე მივიღეთ დეტალურად გაწერილი, თანამშრომეთა ოფისებში დაბრუნების გრაფიკი. რომელი განყოფილება თუ დეპარტამენტი როდის და როგორ უნდა დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს. დარწმუნებული ვარ მშვიდობით დავბრუნდებით ყველა სამსახურებში...  

ჯერ კიდევ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ იყო გამოცხადებული, ენერგო-პრო ჯორჯიამ დაიწყო ზომების მიღება, ოფისების, სამუშაო ადგილების დეზინფექცია, სპეციალური ხსნარების სართულებზე განლაგება და ა.შ. 

12 მარტიდან ნაწილობრივ, 16 მარტიდან კი ენერგო-პრო ჯორჯიას მომსახურების ცენტრები სრულად გადადიან დისტანცირ მომსახურებაზე. კომპანიის აბონენტებს და დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციისა და მომსახურბის მიიღება შეეძლოთ და დღესაც შეუძლიათ კომპანიის ოფისებში მისვლის გარეშე. ზოგადად, საჯარო და კერძო სექტორს, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის რეკომენდაცია 19 მარტიდან მიეცა. ზუსტად 19 მარტს, უკვე სახლიდან, მე პირადად მივეცი პირდაპირ ეთერში ინტერვიუ ,,საქმიან დილას“. ქვეყანაში ალბათ პირველი იყო "ენერგო-პრო ჯორჯია", რომლის ერთი დეპარტამენტი სრულად გადავიდა კარანტინში, მხოლოდ ეს მოხდა ოფისში და არა სახლში.... კომპანიის დისპეტჩერები, 22 მარტიდან დღემდე საკარანტინო რეჟიმში მუშაობენ და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ კომპანიის მომხმარებლების სტაბილურ ენერგომომარაგებას არ შექმნოდა პრობლემა. სადისპეტჩერო ხომ ენერგეტიკის უმნიშვნელოვანესი რგოლია. 

რა თქმა უნდა არ უნდა გამომრჩეს თანამშრომლები, რომლებიც მორიგეობით ყოველთვის ასრულებდნენ საველე სამუშაოებს რა თქმა უნდა შესაბამისი აღჭურვილობით. ვფიქრობ, ექიმების შემდეგ, ერთ-ერთი ეს ადამიანები არიან, რომლებიც იმსახურებენ მადლობას... ისინი მუდმივად მუშაობდნენ იმისთვის, რომ  ენერგომომარაგება არ შეფერხებულიყო... 

მე ყველას მინდა გისურვოთ უსაფრთხო გარემო..." - წერს ავთო დვალიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×