რეზონანსი
20.05.2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, კორონავირუსისჰოსპიტალიზაციის ერთ-ერთი მიზეზი სიმსუქნე შეიძლება იყოს. ამის შესახებ მან „იმედის" ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნიუ-იორკში ჩაატარეს კვლევა, რამაც ეს მოსაზრება დაადასტურა.

„ნიუ-იორკში ჩაატარეს კვლევა 4 ათასზე მეტ კოვიდიან პაცინეტში. მივიდნენ საინტერესეო დასკვნამდე, რომ სიმსუქნე არის მეორე რისკ-ფაქტორი ასაკის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის პირობებში.

ეს კვლევა საკმარისია იმის სახსენებლად, რამდენად უარყოფითია სიმსუქნე კოვიდ ინფექციის დროს. სიმსუქნე, ზოგადად, ხშირად ასოცირდება ისეთ დაავადებებთან, რომელიც თავის მხრივ რისკ-ფაქტორია",- აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე განმარტებით, ამერიკაში ბევრი 60 წელს ქვემოთ ადამიანი დაიღუპა. ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი კი სწორედ სიმსუქნე იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×