ია აბულაშვილი
20.05.2020

"საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდება, ეს ხმები დათვლილია. "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარეშეც ხმები ყოფნის და აქ ვერავის მოატყუბენ. არ ვიცი "ლელო" დამოუკიდებლად გავა თუ არა არჩევნებში, ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ განცხადებებს აკეთებდნენ. ჩვენ "თავისუფალი საქართველო" დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილოებას როგორც პროპორციულ ისე მაჟორიტარებთან დაკავშირებით" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ პერიპეტიებს.

ოპოზიციის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ სრულყოფილად შესრულდება 8 მარტის შეთანხმება და შემდეგ ერთიანი ფრონტით გავლენ არჩევნებში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

"გაერთიანებული ოპოზიციის კონსულტაციებში მონაწილოებას არ ვიღებთ და არც მაინტერესებს ვინ რამდენ მაჟორიტარს დაასახელებს. არც მათ შორის, ამ საკითხზე დაწყებული პერიპეტიებით ვინტერესდები. "თავისუფალი საქართველო" დამოკიდებლად გავა არჩევნებში, როგორც პროპორციულ ისე მაჟორიტარებთან დაკავშირებით. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა პოლიტიკური ძალები, თუნდაც "ლელო", აპირებენ თუ არა დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა ამ არჩევნებში, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში "ლელოს" წარმომადგენლები ამის შესახებ განცხადებებს ადრე აკეთებდნენ.

"ნაციონალები", "ევროპული საქართველო" და ლეიბორისტები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. "ნაციონალური მოძრაობა" კოალიციაში ყველაზე დიდი პარტიაა, მაგრამ არა მგონია, რომ 15 მაჟორიტარი მისცენ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავრადნის პერსპექტივას, არ მგონია, რომ ჩავარდეს, ეს ხმები დათვლილია. "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარეშეც ხმები ჰყოფნის და აქ ვერავის მოატყუებენ. ამიტომ ყველამ შეირგოს თავის პროცენტები. "ოცნებამ" თავისი 20-25%. თუ შეეცდებიან მიიღონ 51%, ქვეყანაში პროცესები ცუდად წავა," - განაცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×