რეზონანსი
20.05.2020

53 წლის დოდო გიორგაძე რამდენიმე დღის წინ დედა გახდა. მიუხედავად ასაკისა, შვილის გაჩენის იმედი არასდროს დაუკარგავს.

ქუთაისელი ქალბატონი და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. ისენი უკვე სამშობიაროდან გაწერეს. ახალბედა დედა ტელეკომპანია „იმედს" ემოციებსა და განცდებზე ესაუბრა.

„როცა ექიმმა ორსულობა დამიდასტურა, ტირილი დავიყწე. ბედნიერების ცრემლები მომდიოდა. სულ მქონდა უფლის იმედი, რომ დედა აუცილებლად გავხდებოდი.

ჩემი მეუღლეც ყოველთვის ლოცულობდა, არ დავნებდეთო, სტიმულს მაძლევდა და მამხნევებდა. "- ამბობს დოდო გიორგაძე.

ახალბედა დედის მკურნალი ექიმის თქმით, ორსულობის პერიოდმა უპრობლემოდ ჩაიარა, შესაბამისად ახალშობილი ჯანმრთელი დაიბადა.

მედიკოსები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე სამყაროში შეუძლებელი არაფერია. ამის მაგალითი კი 53 წლის ახალბედა დედა დოდო გიორგაძე და მისი რამდენიმე დღის წინ მოვლენილი გოგონა ლუსი ოდილავაძე არიან.

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×