რეზონანსი
21.05.2020

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, პაციენტები, რომელთაც კორონავირუსი განმეორებით გამოუვლინდებათ, სხვა ადამიანებისთვის გადადების საფრთხეს არ წარმოადგენენ.

სონღულაშვილს კითხვით მიმართეს, თუ რამდენად არსებობს ასეთი პაციენტებისგან ვირუსის ხელახლა გავრცელების საშიშროება.

„არცერთი მათგანი საფრთხეს არ წარმოადგენს. მათი გაწერა უმრავლეს შემთხვევაში საკარანტინე ზონაში ან თვითიზოლაციის პირობით ხდება. შესაბამისად, საფრთხეს არ წაარმოადგენ. ასევე, ლაბორატორიული კვლევისას ასეთი ვირუსი მკვდარი ვირუსის სახით ჩნდება. ასეთი სახით ვირუსი კი სხვა ადმიანებზე გადადების რისკს არ წარმოადგენს", - განაცხადა სოლოღაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×