რეზონანსი
21.05.2020

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ვიქტორ წილოსანის ინფორმაციით,

განისაზღვრება რუსთავიდან გამოსვლის წერტილები, მარშრუტი და მოწყობა თბილისთან მიმართებაში გადასაჯდომი ჰაბი. 

„აგლომერაცია, რომელიც არსებობს თბილისის ირგვლივ ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის. ასევე იცით, რომ ძალიან ბევრი სტუდენტი სწავლობს და ძალიან დიდი არის ნაკადი. დაახლოებით 30 000 ადამიანი მგზავრობს ყოველდღიურად, ასევე კერძო ავტომობილითაც ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება რუსთავიდან, რაც თბილისისთვის პრობლემაა. ამიტომ ჩვენ რომ მოვაწესრიგოთ ეს პროცესი, განვსაზღვრავთ რუსთავის გამოსასვლელ წერტილს, ასევე რა მარშრუტს გაივლის და იქ რა დასახლებული პუნქტები მოჰყვება. შემდგომ მოეწყობა ერთი დიდი ჰაბი, სადაც მოეწყობა გადაჯდომა თბილისთან მიმართებით. 

ზოგადად სტანდარტი არის ასეთი, რომ  1 კმ მანძილზე ითვლება 1 ავტობუსი. თუ ჩვემ ვიტყვით, რომ 30 კმ-მდე არის დაახლოებით თბილისი-რუსთავს შორის მანძილი, სადღაც 50-60 ავტობუსზეა საუბარი“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა. 

შეგასენებთ, რომ ვიქტორ წილოსანი მერიაში საკადრო ცვლილებების შედეგად გუშინდელი დღიდან დედაქალაქის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×