
„მაჟორიტარად ნამდვილად არ ვიქნები. სიაში ვიქნები თუ არა, არც ეს არაა ჩემთვის ცნობილი", - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო სიის შედგენაზე მუშაობის დაწყების შესახებ.
კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი ვინ იქნება „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში და ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. მისივე თქმით, მაჟორიტარ კანდიდატებს კონკრეტულ რაიონებთან მიმართებაში პოპულარობისა და მხარდაჭერის მიხედვით შეარჩევენ, ხოლო რაც შეეხება სიას, აქ ადამიანები პროფესიონალიზმისა და განათლების მიხედვით შეირჩევიან.
არველაძე ამბობს, რომ საარჩევნო სიაზე და მოაჟორიტარ კანდიდატებზე პარტიის პოლიტსაბჭო მუშაობს და საქმის კურსში არაა სიის დაკომპლექტება როგორ მიდის. თუმცა დარწმუნებულია, რომ მაჟორიტარ კანდიდატად არ იქნება.
„როგორ მიდის საარჩევნო სიაზე მუშაპობა, მე ამაზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. მაჟორიტარად ნამდვილად არ ვიქნები. სიაში ვიქნები თუ არა, არც ეს არაა ჩემთვის ცნობილი,
„ამაზე პარტიის ხელმძღვანელობა, პოლიტსაბჭო მუშაობს. მე პოლიტსაბჭოს წევრი არ ვარ. ასე რომ, საქმის კურსშიც არ ვარ როგორ მიდის ამ სიის დაკომპლექტება", - განაცხადა არველაძემ.