რეზონანსი
24.05.2020

პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში მსოფლიოს 27-ე ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს დამოეხმაურა და წერს, რომ ამ ბრალდებას ვერ იჯერებს.

„ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ და ალბათ გახსოვთ არაერთი თემა გაგვიკეთებია კერძოდ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, თუმცა იქ სადაც 126 პრიმა მუხლის საფუძველზე, სადაც უბრალო ზეპირი ბრალდებით და ყველანაირი მტკიცებულის გარეშე შეიძლება გაბრაზებულზე „გასროკო" მამაკაცი უფრო დაუცველი გამოდის და ქალს მეტი მანიპულირების შესაძლებლობა ეძლევა.

„ფსიქოლოგიური ტანჯვის ქვეშ", როგორც კანონში ფორმულირებულია ბევრ ცოლს ყავს თავის ქმარი ჩვენს გარშემო და ჩვენს რეალობაში, ცოტა გახსენდებათ? ))) წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ცოლია ამ მუხლით დასაჭერი )))

სტატუსი ზოგადია, სხვისი საქმის არ ვიცი, თუმცა მე მაპატიეთ, ასეთ მოზომილ და შინაგანი ინტელექტის მქონე ტიპზე, როგორიც ბასილაშვილია, ბრალდებას ვერ დავიჯერებ!!! ესაა ჩემი დამოკიდებულება და პასუხიც."- წერს სულაბერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×