რეზონანსი
25.05.2020

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოს რეგიონებში განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს, რომელიც ამ დრომდე აუთვისებელია. ამას თავისი მიზეზები აქვს; ერთ-ერთ ასეთ მაგალითად ბიზნესმენს სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერები მოჰყავს. ამ ადამიანებმა არ იციან, როგორ გაყიდონ საკუთარი პროდუქცია, რაშიც მიმართულება მათ სხვამ უნდა მისცეს.

“იცით, რომ კორონავირუსის დროს "კოკა-კოლას" რეალიზაცია საქართველოს რეგიონებში 25%-ით გაიზარდა?! თბილისში კი შემცირდა 3%-ით. რა მოხდა?! უამრავი ადამიანი წავიდა სოფელში, გაერიდა ქალაქს. აღმოჩნდა, რომ რეგიონებში ადამიანების პოტენციალის გამოყენების უფრო დიდი შანსია, ვიდრე - ქალაქში. სტატისტიკა აჩვენებს, ჩემი მოგონილი არ არის…

რატომ მოდის ეს ხალხი აქ? შეეკითხოს ვინმემ რა...რატომ მიდიხარ თბილისში? რატომ ცხოვრობ "პადვალში" გლდანში, როცა შეგიძლია არაჩვეულებრივ ჰაერზე არაჩვეულებრივი პროდუქცია მოიყვანო. იცით რას გეტყვიან? - რა ვუყოთ ამ პროდუქციას? აი, ამაზე უნდა გასცეს პასუხი ვინმემ. შენ მოიყვანე, მე მოვუვლი. არსად მსოფლიოში არ ხდება ასე, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ერთი პირი აწარმოებდეს და მერე ისევ ის ყიდდეს. არ შეიძლება გლეხმა მთელი დღე თოხს უბრახუნოს, საღამოს მოკრიფოს და წაიღოს ბაზარში. ნონსენსია რა”, - განუცხადა "ბიემს" ბიზნესმენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×