რეზონანსი
25.05.2020

დაუყონებლივ აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ამ მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა თაობამ" საგანგებო პეტიცია შეიმუშავა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. 

სამოქალაქო სექტორის მიმართვის ადრესატები პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახი კალაძე არიან. პეტიციის ავტორები მთავრობას მოუწოდებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღადგინოს. 

"წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც კანონში, ისე დადგენილებაში მკვეთრად იკითხება პოლიტიკური შინაარსი და კანონით დადგენილი შეზღუდვების ფონზე - მოქალაქეები დავიწყებთ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს" - ნათქვამია პეტიციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×