რეზონანსი
25.05.2020

გიორგი რურუას საქმეზე ბრალდების მთავარმა მოწმემ, სამართალდამცველმა, ბექა მახარაძემ სასამართლოში დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა. მოწმის თქმით, ჩხრეკის დროს კი, რურუას იარაღი ქურთუკში ჰქონდა.

„ჩხრეკა მე და ლევან ადეიშვილმა დავიწყეთ, რა დროსაც ჩვენ მიერ აღნიშნული პიროვნებისგან მარჯვენა წელიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოვიღეთ. იარაღი ადგილზე განვმუხტე და გავაგრძელე ჩხრეკა მანქანაში. როგორც მახსოვს, თხელი ქურთუკი ეცვა. იარაღზე როდესაც გაქვს ინფორმაცია, პირველ რიგში, წელზე მიდიხარ და წელზე რომ ხელი შემოვუსვი, მარცხენა ხელზე მომხვდა, ვიგრძენი, რომ იარაღი იყო. ამოვუღე, განვმუხტე იარაღი, მჭიდი ამოვიღე და ჩავდე ექსპერტიზის პარკში, რომელიც გამომძიებელს ეჭირა", - განაცხადა ბექა მახარაძემ.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×