რეზონანსი
25.05.2020

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი კარდიოქირურგის, აკადემიკოსი ლეო ბოკერიას განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი.

„ვფიქრობ, რომ მეორე ტალღა, თუ, სამწუხაროდ მას ადგილი ექნება, შემოდგომას იქნება, ვინაიდან გაციების პერიოდი უნდა იყოს. ჩვენთან გრიპის პიკი, როგორც წესი, ოქტომბრის მეორე ნახევარსა და ნოემბერშია", - განაცხადა ლეო ბოკერიამ.

ლეო ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ ზაფხულის დასასრულს კორონავირუსის ჭირი დამარცხებული იქნება. მან ასევე ისაუბრა რუსეთში დაწესებულ შემზღუდავ ზომებზე და აღნიშნა, რომ ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, შეზღუდვების მოხსნა ერთდროულად არ შეიძლება.

„შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გამართლებულია. თუმცა, უფრო თბილი კლიმატის მქონე რეგიონებში ხალხი უფრო ადრე შეძლებს ყველა სიკეთით სარგებლობის დაწყებას", - აღნიშნა აკადემიკოსმა.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 350 ათასს გადააჭარბა და 353 427 შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×