
უფლებადამცველი ტარიელ კაკაბაძე ცნობილი ქართველი ჩოქბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს სოციალურ ქსელშ ეხმაურება.
„ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმემ გამახსენა ერთ-ერთი ჩემი საქმე, სადაც ყოფილმა ცოლმა ჩემს დასაცავ პირს დააბრალა, თითქოს ქუჩაში ორივე ხელით შემოატრიალა და სცემა.
ბრალდებული გ. დ-შვილი, რომელსაც უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა, მაშინვე დააკავეს. 1 თვეში მოპოვებული ვიდეოკამერის ჩანაწერით კი დადასტურდა, რომ მას საერთოდ არ დაურტყამს ხელი დაზარალებულისთვის.
ბრალდებული დაცვის მხარის მოთხოვნის თანახმად, გათავისუფლდა, თუმცა საქმის განხილვა არ დასრულებულა და ველოდებით მის სრულ გამართლებას.
ამ ყველაფრის მიზეზიც დადგინდა - ცოტა ხნის წინ ერთმანეთში ჰქონდათ დავა ბინასთან დაკავშირებით. ბინა სასამართლომ მიაკუთვნა ბრალდებულს.
პატიმრობაში ყოფნის დროს ბრალდებულს ისე გაურთულდა ისედაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ დღესაც ვერ გადაადგილდება ხელჯოხის გარეშე.
სხვათაშორის მერაბ კობიაშვილის საქმეზეც საზოგადოებამ სწორედ მაშინ დაინახა მერაბის უდანაშაულობა, როდესაც ვიდეოკამერის ჩანაწერები გავრცელდა. წარმოდგენაც არ მინდა რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა უდანაშაულო ადამიანი, კამერები რომ არ ყოფილიყო და საქმე მხოლოდ ცრუ მოწმეთა ჩვენებებს დაფუძნებოდა.
გთხოვთ, ნუ განსჯით ადამიანებს მანამ, სანამ მათ დამნაშავეობას სასამართლო არ დაადგენს",- წერს ტარიელ კაკაბაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე