ია აბულაშვილი
26.05.2020

„არ მგონია, რომ მარგველაშვილის მსგავსი სიტუაცია განმეორდეს, რომელიც პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე ხანში „ოცნებას" დაუპირისპირდა. მაგრამ, თუ სალომე ზურაბიშვილიც გადაწყვეტს ოპოზიციური მიმართულება აიღოს, ეს „ოცნების" რეიტინგს უფრო დააგდებს, ოპოზიციისთვის კი დამატებითი ბერკეტი იქნება, ზურაბიშვილი და ივანიშვილი ღიად თუ დაუპირსპირდებიან ერთმანეთს", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გამო პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის უთანხმოებას.

„ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილს ეს გადაწყვეტილება დამოკიდებლად არ მიუღია. „ოცნებასთან" შეიძლება არა, მაგრამ გამორიცხულია, რომ ივანიშვილთან არ ყოფილიყო შეთანხმებული, რადგან სხვა ბერკეტი არ ჰქონდათ - ერთადერთი ბერკეტი იყო სალომე ზურაბიშვილს გაეთავისუფლებინა უგულავა და ოქრუაშვილი.

„დღეს „ოცნებაში" ცდილობენ შექმნან ილუზია, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ იზიარებენ. სალომე ზურაბიშვილსაც არ აწყობს ასე ღიად „ოცნებასთან" ურთიერობის გაფუჭება. არ მგონია, რომ მარგველაშვილის სიტუაცია განმეორდეს, პრეზიდენტად არჩევიდან მალვე ოპოზიციაში რომ გადავიდა.

„თუ სალომე ზურაბიშვილმაც აიღო ოპოზიციური მიმართულება, ეს „ოცნების" რეიტინგს კიდევ უფრო დააგდეს. ოპოზიციას კი დამატებითი ბერკეტი ექნება, ივანიშვილი და ზურაბიშვილი ღიად თუ დაუპირისპირებიან ერთმანეთს.

„რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი ოპოზიციისთვის მისაღები ფიგურა მაინც არ გახდება, ისევე, როგორც მარგველაშვილი. ამ არჩევნებში თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, გამორიცხული არ არის, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც კი დადგეს", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×