ია აბულაშვილი
26.05.2020

„მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გახარიამ თავის გუნდთან და ექიმებთან ერთად შეძლო, ჩვენი მხრიდან ეკონომიკის კუთხით ბევრი შეკითხვა იქნება დასმული, მათ შორის ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, პრემიერი ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხებს" - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია პარლამენტში ოთხშაბათს დაგეგმილი პრემიერ-მინისტრის გამოსვლაზე საუბრისას.

„სხდომა გაიმართება კითხვა-პასუხის ფორმატში. ჩვენი მხრიდან ბევრი შეკითხვა იქნება დასმული მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება, რომელიც პრემიერმა გახარიამ თავის გუნდთან და ექიმებთან ერთად შეძლო. ძირითადად კითხვები იქნება ეკონომიკასთან დაკავშირებით, ასევე (საქალაქო) ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით.

„გვესმის, რომ მოსახლეობა ძალიან შეწუხდა, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს და შემდეგ ისევ იფეთქოს დაავადებამ. გახარია უსმენს ეპიდემოლოგებს და დარწმუნებული ვარ, მათი რეკომენდაციით იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან, მაგრამ პრემიერის გამოსვლას ალაბთ დაესწრებიან. როგორც თავად აცხადებენ, ბევრი კითხვები დაუგროვდათ, მათ შორის ალბათ პრემიერის თითქოსდა გადაგომა, რომელიც ამ ბოლო დღეებში მედიაში აქტიურად ვრცელდება. მინდა გავაწბილო, რომ მსგავსი რამ არ იგეგმება.

„იქნება თუ არა ხმაურიანი ეს სხდომა? - არ მგონია, თუმცა ოპოზიცია შეეცდება ჩვეული სცენარით ჩაატაროს. მთელმა მსოფლიომ დაინახა საქართველოს ხელისუფლების წარმატებები, გარდა ქართული ოპოზიციისა", - განაცხადა „რეზონანსთან" ნუკრი ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×