
თემურ წიკლაურს მისაქციელის აგარაკიდან 26 მაისს ონლაინ-კონცერტი ჰქონდა. პირველად ონლაინ-კონცერტით, მაყურებელს, 9 აპრილს უმღერა. როგორც თემურ წიკლაური “პრაიმტაიმთან” ამბობს, წელიწადნახევრის წინ ინსულტი გადაიტანა და აგარაკზე ამიტომ ცხოვრობს. ჯანმრთელობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
"დიდხანს რომ არ მღერი და მაყურებელს არ ხვდები, რაღაც გაწუხებს. თუმცა პაუზის გაკეთება დასაფიქრებლად საჭიროა. ტვინი სხვადასხვა საქმეებით მუდმივად დაკავებული ვერ იქნება. უნდა დაფიქრდე, ვინ ხარ, რატომ მოსულხარ ამქვეყნად…
ეს მეორე ონლაინ-კონცერტი იყო, ვირტუალური აუდიტორიით. ვიცოდი, რაც უნდა მემღერა და რაც უნდა მეთქვა. 200-ზე მეტი სიმღერაზე მაქვს და რთულია მათგან რამდენიმეს ამორჩევა. არჩევანი პატრიოტულ სიმღერებზე გავაკეთე.
ვიმღერე მისაქციელის სახლიდან, რომელიც მეგობრებმა ამიშენეს. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა შემექმნა, წელიწადნახევრის წინ ინსულტი გადავიტანე. ქალაქიდან ჩემი გაყვანა საჭირო გახდა.
ჯანმრთელობას გაფრთხილება უნდა. ინსულტმა დაბრუნება იცისო, ამბობენ და მეც ვუფრთხილდები, რომ არ დაბრუნდეს. აქ პატარა მიწის ნაკვეთი მაქვს. დავთესე მწვანილი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი… მეზობელი მეხმარება, არაჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ.
მე ქალაქელი არ ვარ, კოჯორში დაბადებულ-გაზრდილი ვარ და ჩემთვის მიწასთან მუშაობა უცხო არ არის. ადამიანს თუ გინდა, ყველაფერს შეძლებ და გააკეთებ.დილაობით ვვარჯიშობ. ჩემი ჯანმრთელობა, ამ შემთხვევაში “ხმაზე ყოფნაა”. ხმა, მე მგონი, კონცერტზე ჟღერდა…" - აღნიშნა მომღერალმა.
პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე