"დაილოცოს განგება", - მომღერალი თიკა მახალდიანის მეუღლე, თემო პირველაშვილი მათ სახლში მომხდარი მოვლენის ფაქტის შესახებ წერს.
"არ ვიცი როგორ ავხსნა, მაგრამ ფაქტია რასაც ხედავთ. ერთი წლის წინ ვაკურთხებინე სახლი, მეც ვესწრებოდი მამაომ ეს სტიკერები, რომელზეც ჯვარია გამოსახული, თავის ხელით მიაკრა ყველა ოთახში და შესასვლელ კარზეც, აპკურა ნაკურთხი წყალი და წაუსვა ზეთი.
მის მერე ერთი წელი გავიდა, ყველგან გაშრა წყალიც და ზეთიც. სახლში დაბრუნების დროს, კარებს რომ ვაღებ, სულ ვუყურებ ამ სტიკერს და ეხლა ამ წუთში სახლში მოვედი, აი ამას შევესწარი. მეთქი თიკამ წაუსვა, მაგრამ აღმოჩნდა რომ არაფერი არ წაუსვია და თავისით გამოისახა ჯვარიც და ეს ზეთი თავისით წამოვიდა. ხელით შევეხე ერთ წვეთს და ჩვეულებრივი ახალი ზეთია. დაილოცოს განგება, უფალო დაგვიფარე და შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილი!" - დაწერა თემო პირველაშვილმა რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ თიკა მახალდიანის დედა ტრაგიკულად გარდაიცვალა. მომღერლის დედა, აღდგომის დღეს, საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც მოპირდაპირე კორპუსიდან პოლიციელის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე