რეზონანსი
29.05.2020

ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„პრობლემა გახლავთ ის, რომ დღეს, როდესაც უმწვავესი კრიზისის დროს, ჩვენ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისთვის ვიბრძვით და იმისთვის, რომ ადამიანებს ოჯახში შესატანი შემოსავალი შევუნარჩუნოთ, ამ დროს სპეკულირებენ და პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების აკრეფას ცდილობენ გაჭირვებაზე, ადამიანების სიღარიბეზე.

ძალიან კარგად მესმის, რომ ის, რასაც დღეს ვახერხებთ ჩვენი შეზღუდული რესურსებით, არის საკმარისზე ნაკლები, საჭიროზე ნაკლები, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, იყო მხოლოდ ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე და ადამიანზე ზრუნვით. ყველა ის პროგრამა, რომელიც მთავრობამ წარადგინა, ნიშნავს ფერმერზე, მასწავლებელზე, პოლიციელზე და საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეზე ზრუნვას. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენს ოპოზიციას უბრალოდ კომპეტენცია არ ჰქოფნის და ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×