რეზონანსი
29.05.2020

ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პლეარულ სხდომაზე გამოსვლისას, სადაც პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ, „ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას უპასუხა.

„წინა ხელისუფლების პერიოდი შეფასებულიც არის და უამრავი ხალხია გასამართლებული, ბევრი გაქცეულიც და ბევრიც სასჯელს იხდის. ამაში კარგი არაფერია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა - ვთქვათ, ყველა დაუდგა თავდებში მელიას, არც ეს არის სასიამოვნო გასახსენებელი, მაგრამ რეალობა ხომ ეს არის?!

„ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების გაკეთება და მუდმივად ამორჩევა ჩვენი, როგორც შეტევის მთავარი ობიექტის, არასწორია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

რაც შეეხება „ნაცკლასტერს", მაზოხისტები ხართ, სადისტები იყავით, მაშინ ძალა გქონდათ ხელში და რამდენი ადამიანია ამით დაზარალებული.

სისხლისღვრაზე ლაპარაკობენ ახლა, სირცხვილი არ არის?! რომელ ბავშვებზე გიზრუნიათ, ახლა რომ ამბობთ, თანხებს არ აძლევთ და ასეთი სახელმწიფო თუ იცითო, ვისთვის რა თანხა გაქვთ მიცემული ოდესმე?!", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×