ია აბულაშვილი
29.05.2020

„სისხლი", „ჯალათი", „ხუთი წუთის განმავლობაში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში", „საყმაწვილო შამათი", „აბდა-უბდა", „ნაცკლასტერი" - ასეთი ეპითეტებით შეამკეს საკონონმდებლო ორგანოში ოპოზიციამ და პოზიციამ ერთმანეთი პრემიერ გახარის გამოსვლის დროს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.

ოპოზიციის დეპუტატებმა გახარიას ჯერ გავრილოვის ღამე გაახსენეს, შემდეგ კი "საქმიან" შეკითხვებზე გადავიდნენ. „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ შეაფასა მთავრობის გადაგმული ნაბიჯები ეკონომიკის მხარდაჭერის კუთხით და აღნიშნა, რომ მთავრობას არასწორი დამოკიდებულება აქვს, მათ შორის საპენსიო ფონდთან დაკავშირებით. რაზედაც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბოკერიას ურჩია, საპენსიო ფონდში შენატანი შეიტანოს, იქნებ სიბერე მაინც ჰქონდეს ტკბილი.

„ჩემო ევრო-ნაცებო", ჩემო 3%-იანო. თქვენ გაიმწარეთ ახალგაზრდობა და გირჩევთ შეიტანოთ შესატანი საპენსიო ფონდში, იქნებ სიბერე მაინც გჰქონდეთ ტკბილი".

კობახიძემ პარალმენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლას „საყმაწვილო შამათი" უწოდა, რომელიც „მესამეთანრიგოსან ოპოზიციას" გაუკეთა.

თავის მხრივ უკან არ იხევდა ოპოზიცია. რომან გოცირიძემ თავის კრიტკული გამოსვლა სიღარიბეს, ბავშვების შიმშილს და ქვეყანაში საყოველთაო შიმშილს მიუძღვნა. თქვა, რომ 5 წუთში 8 სიმართლე ესროდა ფეხებში პრემიერს. „5 წუთის განმავლობაში 8 სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში, შემეცოდეთ, შუბლში არ გაგარტყითო". სიტყვის დასარულს კი გახარია ივანიშვილით შეაშინა, რომელიც მასაც მისი წინამორბედივით (კვირიკაშვილივით) მალე მოხსნის.

თინა ბოკუჩავამ, პრემიერს „ჯალათი" და „სისხლილიანი" უწოდა, რომელიც 20 ივნისის ღამეს ვერსდროს ჩამოირეცხავს. უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ბოკუჩავას შენიშვნა მისცა „ხევისბერის ნოტები შეგერიაო". რა ჯალათი, რა სისხლი, რა ხანჯალი, არა გხვენიათო. შემდეგ ლირიული გადახვევა გააკეთა და პატარა ლექსით შეაფასა ისტორიული სხდომა:

„აბდა-უბდა, გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქით ტაში, ასე გვიყვარს ჩვენ თამაში - აი ასე არის ბატონებო თქვენი მთელი ლაიტმოტივი."

გახარიამ კი მწუხარება გამოთქვა, რომ ორი დღეა პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენება ემოციური უშინაარსო გამოსვლებისთვის, რომლის უკანაც პოლიტიკური ლოზუნგების გარდა, საერთო კითხვა არ არის და ეს ინტერპელაცია პოლიტიკური სპეკულირების ფორმას იღებს.

„ადამიანები ელოდეოდნენ კითხვებს ეპიდემიაზე, ეკონომიკაზე, რაც ყველას დაავიწყდა და გადავიდნენ პოლიტიკურ განცხადებების რეჟიმზე. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამ ყველათფერს უყურებენ, უმძიმესი საყურებელია. კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია რომ ცდილობს გაჭირვებით, ბავშვების გაჭირვებით, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს," - თქვა გახარიამ და იქვე დასძინა, რომ მას ბევრი დრო არ აქვს, რადგან იდეალური და საუკეთესო არჩევნები აქვს ჩასატარებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×