ტატა შოშიაშვილი
30.05.2020

აფხაზეთში, გუდაუთაში განლაგებულ რუსულ სამხედრო ნაწილში ეროვნებით ყალმუხმა ჯარისკაცმა შელაპარაკებისას თავისი დაღესტნელი თანამებრძოლო დანით მოკლა. ამის შემდეგ ხელმძღვანელობამ ბაზაზე მყოფი ყველა ყალმუხი ჯარისკაცი სასწრაფოდ სხვა სამხედრო ნაწილში გადაიყვანა.

ინციდენტი ლეიტენანტ მარატ გაჯიევსა და სერჟანტ ბატრ ხაზიკოვს შორის მოხდა. დაპირისპირების მიზეზზე ადგილობრივი მედია არაფერს წერს. ყალმუხური საინფორმაციო პორტალ „ელისტა.ორგის" ცნობით, კონფლიქტო მწეველთა ოთახში დაიწყო და შემდეგ ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რის შემდეგაც სერჟანტმა ხაზიკოვმა ლეიტენანტ გაჯიევს დანით სამი ჭრილობა მიაყენა.

გუდაუთის რუსულ სამხედრო ბაზაზე იმ მომენტისთვის 10 ყალმუხი ჯარისკაცი მსახურობდა და ბაზის ხელმძღვანელობამ მომხდარიდან რამდენიმე საათში 10-ვე მათგანი მაიკოპის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანა.

კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა დაღესტნელებსა და ყალმუხელებს შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ტერიტორიული დავა გამხდარიყო.

გარდა ამისა, დაპირისპირება შესაძლოა რელიგიურ ნიადაგზეც დაწყებულიყო, რადგან მაჰმადიანი დაღესტნელებისგან განსხვავებით, მათ მეზობლად მცხოვრები ყალბმუხელების მრწამსი ტიბეტური ბუდიზმია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×