ტატა შოშიაშვილი
30.05.2020

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა დათვლის წესი შეცვალეს, რის შედეგადაც ყოველდღიურად კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა დაახლოებით მესამედით გაიზარდა. ამას გარდა გაირკვა, რომ ქვეყანაში გარდაცვალების 1 138 ისეთი შემთხვევაა აღრიცხული, როდესაც პაციენტებს კორონავირუსი ჰქონდათ, თუმცა ისინი კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო სტატისტიკაში არ შეიყვანეს. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

რუსეთში ეპიდემიის დროს გარდაცვლილებს სამ ჯგუფად ყოფენ: ადამიანები, ვისაც ოფიციალურად დადასტურებული ჰქონდათ კოვიდ-19 და ამი შედეგად გარდაიცვალნენ; ადამიანები, რომელთაც არ დაუდასტურდათ კორონავირუსი და რომელიმე სხვა დაავადების ან პათოლიგიის გამო გარდაიცვალნენ; და ისინი, ვისაც კორონავირუსი ოიფიცლურად დაუდასტურდათ, თუმცა სხვა გართულების გამო გარდაიცვალნენ.

ბოლო დრომდე კორონავირუსის სტატისტიკის შედგენისას რუსეთში მხოლოდ პირველი ჯგუფის ავადმყოფებს ითვალისწინებდნენ. მაგალითად, ოფიციალური მონაცემებით, აპრილში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული 1 675 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, მათგან გარდაცვალების მიზეზად უშუალოდ კორონავირუსი მხოლოდ 1 136 შემთხვევაში დასახელდა და შესაბამისად, ოფიციალურ სტატისტიკაში მხოლოდ ეს რაოდენობა შეიყვანეს.

„მესამე ჯგუფს გარდაცვალების განსხვავებული მიზეზი ჰქონდა - დაავადებები, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში აწუხებდა ადამიანს, თუმცა კორონავირუსზე ტესტირებისას პასუხი დადებითი იყო. ამ ჯგუფში 1138 ადამიანია, თუმცა ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზი კოვიდ-19 არ არის. მიზეზი განსხვავებულია, შესაძლოა, მაგალითად, გულის შეტევა იყოს. ცხედრების პათოანატომიური გაკვეთა გრძელდება", - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში ვირუსთ გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 374 ადამიანი შეადგინა.

28 მაისიდან კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებს რუსეთში უკვე სხვაგვარად ითვლიან და ამ სტატისტიკაში ყველა ის გარდაცვლილი შეჰყავთ, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. შედეგად, გარდაცვლილთა ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ნატომისებურად მოიმატა: 27 მაისს 174 გარდაცვალება იყო დაფიქსირებული, 28 მაისს კი - 232.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×