თამარ შუკვანი
30.05.2020

უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, 29 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უნდა დასრულდეს. პროექტის პირველი მოსმენით განხილვა კი პარლამენტში 21 ივნისსაა დაგეგმილი. ეს გრაფიკი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძისთვის სრულიად მისაღებია, თუმცა, როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, მათი პარტია ამ განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუკი 21 ივნისამდე გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ.

„ამ პროექტის მისაღებად სულ 113 ხმაა საჭირო, რაც მათ აქვთ. ასე რომ, პრობლემა, თუ რაიმე არ გაიათამაშეს, ისევ არ არსებობს. თუ მანამდე მაჟორიტარების ბუნტი მოიმიზეზეს, ახლა არამაჟორიტარების ბუნტს მოიმიზეზებენ, თუ დასჭირდათ.

„თუმცა, ვერ გაბედავენ ამის ჩაგდებას, რადგან შეთანხმება იქნება დარღვეული და ყველა პოლიტიკური პარტია ჩათვლის, რომ ხელშეკრულება ჩაიშალა. ამას მოყვება შესაბამისი პოლიტიკური შედეგები.

„მიუხედავად იმისა, რომ ვართ საკონსტიტუციო კომისიაში და სახალხო განხილვები უნდა მოეწყოს, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას, ისევე როგორც კენჭისყრაში არ მივიღებთ მონაწიელობას, თუ მანამდე გიორგი რურუა არ იქნა გამოშვებული," - თქვა გოცირიძემ.

აღსანიშნავია, რომ 20 ივნისს ოპოზიციის საპროტესტო აქციაა დაანონსებული. 21 ივნისს კი პარლამენტში კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა უნდა მოხდეს. რომან გოცირიძე ამას უბრალო დამთხვევას უწოდებს:

„საკონსტიტუციო განხილვა აქვს თავისი ვადა, პარლამენტს აქვს თავისი გრაფიკი. ამიტომ ეს დამთხვევაა. სხდომა შეუძლიათ 21-შიც ჩაატარონ და 23-შიც, - არ აქვს მნიშვნელობა. ყველა შემთხვევაში 29-მდე უნდა მოესწროს," - აღნიშნა გოცირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×