თამთა ჩაჩანიძე
31.05.2020

გავრცელებული ინფორმაციით კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც რუსეთიდან ჩამოსულ საერთაშორისო გადამზიდების მძღოლს დაუდასტურდა. იგი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. „რეზონანსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს, რომ საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა კორონავირუსი ნამდვილად დაუდასტურდა, თუმცა, მათივე შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ ინფიცირების შემთხვევა კახეთში დადასტურდა და რეგიონმა „მწვანე ზონის" სტატუსი დაკარგა.

„ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. არის სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება. მოგეხსენებათ, ახალი წესებია და ყველას უტარდება გადამზიდავი ტრანსპორტთან დაკავშირებით და არის დადებითი. გადავიყვანეთ საავადმყოფოში ახლა გაივლის მკურნალობას. ეს კახეთის არ არის, რუსეთის არის. რანაირადაა კახეთის... რუსეთიდან ჩამოვიდა" - განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×