რეზონანსი
31.05.2020

ხელვაჩაურში, სოფელ ყოროლისთავში მოქალაქემ საცხოვრებელ სახლთან ახლოს შველი იპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შესული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს.

„მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში გაუშვებენ" - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×