
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის კადრებს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, ვახტანგ ლომჯარია ამბობს, რომ ფაქტი ძალიან ცუდია, თუმცა ამის გამო ბავშვის დაბულინგება, რომლის ხმაც ვიდეოში ისმის, მიუღებელია.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის ამ განცხადებას გამოეხმაურა ოპერის ვარსკვლავი თამარ ივერი.
როგორც იგი ამბობს, თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, იგი აუცილებლად უნდა დაისაჯოს და ამ შემთხვევაში ბავშვი ისეთი პატარა არ იყო, რომ ვერ მიმხვდარიყო რა ჩაიდინა.
„თავად მწამებელი ლომჯარია...რათქმაუნდა მწამებელს იცავს! გასაგებია ასაკის სენსიტიურობა,მაგრამ ყველა ცივილიზებილ ქვეყანაში ასე ხდება:ჩაიდინე-დაისაჯე!! წერტილი. მით უმეტეს,როცა 10წელზე მეტისაა ადამიანი და არც თუ ისე პატარაა რომ ვერ ხვდებოდეს რას სჩადის.
დიახ,ცხოვრებაში ის უნდა დაგამახსოვრდეს რომ ძალიან ცუდი ჩაიდინე, უდანაშაულო ძაღლი სასტიკად მოაკვლევინე შენს ძაღლს, რის გამოც საზოგადოებამ გაგკიცხა და სათანადოდ დაისაჯე",- წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე