
“პირველი არხის” მუსიკალურ პროექტში “აკუსტიკა”, უცნობმა სხვა სიმღერებთან ერთად, თავისი “ვაგონი მიქრის” გაარემიქსა და მას “მატარებელი” დაარქვა. არტისტი თავისი სიმღერის ახლებურ ვერსიას მეგი მუქერიასთან და ელენე ჯგუშიასთან ერთად ასრულებს. სიმღერის არანჟირება ნიკა ბუზალაძეს ეკუთვნის. ვიდეორგოლი მეტროს მატარებელშია გადაღებული. ვიდეო უკვე რამდენიმე ათასმა მაყურებელმა იხილა. ბევრი მათგანი რემიქსს ნეგატიურად აფასებს:
“ძველი ვერსია ჯობია ბევრად”; “რას ერჩოდი, გია, ამ საკაიფო ვეშს?” “უცნობი არის ქულ, ეს გოგოები უფუჭებენ ცოტას”; “ორიგინალური სჯობს, მაგრამ ესეც საჭიროა”; “კარგია, მაგრამ ფეხი ჩამოწიოს, ჩვენ ვსხდებით იმ სკამზე”; “ვითომ სინდისი სინდისია და ნამუსი ნამუსია”; “ჰიტებს ნუ აფუჭებთ”… “ეს გოგოები რას კნავიან?”
რემიქსზე თავისი აზრი აქვსვ ბასა ფოცხიშვილს. სწორედ მისი გადაღებულია კლიპი უცნობის სიმღერაზე “ვაგონი მიქრის”.
"ახალი ვერსია ძალიან მომეწონა, გუშინვე ვნახე. ვიცოდი, რომ გია რემიქსს აკეთებდა. ეს არის მუსიკალური რგოლი და მისი ჩემს კლიპთან შედარება არასწორია. საინტერესო ვერსიაა, ახლებური. მე მიყვარს რემიქსები.
2001 წლის კლიპი სხვა რამეა. პირველია და არ ვიცი, როგორ უნდა შევადარო. მისი კლიპთან შედარება, არასწორია", - განაცხადა ფოცხიშვილმა.
იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე