
კორონავირუსის გლობალური ეპიდემიისა და საზღვრების საყოველთაო პირობებში, პირველი ევროპული სახელმწიფო, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ დაუბრკოლებლად ჩასვლა, მონტენეგრო გახდა. ამასთან, საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებს არც კოვიდ-19-ზე ტესტირებას ჩაუტარებენ და არც სავალდებულო კარანტინში მოათავსებენ. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ფიქრობს, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ ეპიდვითარების კუთხით შესაძლო თავად მონტენეგროს შეუქმნას გარკვეული პრობლემები და არა იმ ქვეყნებს, საიდანაც მონტენეგრო ტურისტებს მიიღებს.
მონტენეგროს საზღვარი 1-ლი ივნისიდან გაიხსნა 130 ქვეყნის და მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის. ამ ქვენყებს შორის ვერ მოხვდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, ირლანდია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ბრიტანეთი, რუსეთი, აშშ-ი და უკრაინა.
ოფიციალური მონაცემებით, მონტენეგრომ კოვიდ-19 დაამარცხა, რადგან ქვეყანაში უკვე 29 დღეა, რაც კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა. სულ კი, ეპიდემიის პერიოდში, მონტენეგროში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 324 შემთხვევა, საიდანაც 315 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 9 გარდაიცვალა.
„ჩათვალეს, რომ საქართველო მაქსიმალურად დაცული ქვეყანაა. ეს პრობლემას უფრო მეტად მონტენეგროს შეუქმნის, ვიდრე საქართველოს, რადგან იქიდან ჩვენთან ჩამოსული ალბათ ისევ კარანტინში მოხვდებიან," - თქვა ირაკლი ხმალაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
მანამდე საზღვრები გახსნა გერმანიამ, დანიამ, ნორვეგიამ და კიდევ ევროკავშირის რამდენიმე წევრმა, თუმცა ამ ქვეყნების საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კვლავ დახურული რჩება, რასაც ექიმი-ინფექციონისტი ასე ხსნის:
„რადგან ჩვენ გვერდშია სომხეთი, სადაც ახლა დაიწყო ინფიცირების რაოდენობის მატება. მათი აზრით, საქართველო მაინც არ მიეკუთვნება მაღალგანვითარებულ ქვეყანების რიგს და ეშინიათ, ხომ არ არის რაიმე პრობლემა.
„რეალურად კი საქართველო ყველაზე დაცულია მსოფლიოს მასშტაბით. ეს ისევ მათი პოლიტიკის საკითხია და არა ის, რომ რაღაც ხდება და ჩვენ არ ვიცით," - აღნიშნა ხმალაძემ.