
„ეს კლასტერი რა თქმა უნდა საშიში არაა იმისთვის, რომ სიტუაცია გაუარესებისკენ დრამატულად შეცვალოს... კორპუსის ჩაკეტვა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ ინფექციის რამდენად სწრაფი გავრცელება იქნება და დაავადებულებთან რამდენად ბევრი კონტაქტია" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, ე.წ. საბურთალოს კლასტერისაგან მომავალ საფრთხეებს.
თბილისში ნუცუბიძის პლატოზე ერთ-ერთ კორპუსში ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა. როგორც ცნობილი გახდა, ორშაბათს ღამით ამ კორპუსიდან ეპიდემიოლოგებმა 23 პირი საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს, შესაბამისი სამსახურების მიერ ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა გრძელდება.
გოგინავას თქმით, საბურთალოზე იმ საცხოვრებელი კორპუსის ჩაკეტვა, სადაც კორონავისუსის გავრცელება ფიქსირდება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ბევრია ინფიცირებულებთან კონტაქტი.
„ზუსტად რამდენია ინფიცირებული - ეს დეტალები ეპიდემიოლოგიურმა სამსახურებმა იციან და სწავლობენ. მე როგორც ვიცი, ამ კორპუსის მცხოვრებლების უმრავლესობა, ვინც ინფიცირებულებთან კონტაქტში იყო, ყველანი გადაყვანილი არიან და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
„კორპუსის ჩაკეტვა დამოკიდებულია იმაზე, თუ ინფექციის რამდენად სწრაფი გავრცელება იქნება და დაავადებულებთან რამდენად ბევრი კონტაქტია. ამას უკვე ეპიდემიოლოგიური სამსახურები სწავლობენ.
„ეს კლასტერი რა თქმა უნდა საშიში არაა იმისთვის, რომ სიტუაცია გაუარესებისკენ დრამატულად შეცვალოს", - განაცხადა გოპგინავამ.