ია აბულაშვილი
02.06.2020

„ხელისუფლება რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჩიხშია შესული, რაშიც თავად მიუძღვის წვლილი. ალბათ იფიქრეს, რომ ის ბრალდება, რომელიც ახლა აქვს წაყენებული სასამართლოში, აბდა-უბდა გამოუვიდოდათ. ამიტომ შეიძლება სხვა ბრალდება წაუყენონ და პატიმრობაში დატოვონ“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე პროკურატურაში გამოძიების დაწყებას.

28 წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელიც ამ დრომდე გამოძიებული არ არის, აშშ-ის მოქალაქე თამარ თორაძემ საქართველოს პროკურატურას მიმართა. ცნობისთვის, ამ მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამარ თორაძე, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. ამის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თამარ თორაძის დაკითხვისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის საკითხზე აშშ-ის შესაბამის ორგანოებს მიმართა.

„საზოგადოებაში რურუასთან დაკავშირებით შეიქმნა ისეთი აზრი,  რომ ხელისუფლება ჩიხში შევიდა, რაშიც თავად მიუძღვის წვლილი.  როგორც ჩანს, შიგნითაც კარგად ვერ იყვნენ ჩამოყალიბებელი რა ფორმა მოეძებნათ. არადა იყო მექანიზმები რურუა ისე გამოეშვათ, რომ არავინ ჩავარდნილიყო უხერხულობაში. მაგალითად, პროცესი მიდის, პროკურატურას შეეძლო უკან წაეღო ბრალდება, ანუ ეთქვა, ბატონო მე აღარ ვედავები ამ ადამიანს. ან სასამართლოს გამოეტანა განაჩენი და შემდეგ პრეზიდენტი შეიწყალებდა, როგორც უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა - როცა უნდათ ერთ დღეში აკეთებენ ამას. ან საერთოდ სასამართლოს გაემართლებინა. ეს იქნებოდა ყველაზე კარგი გამოსავალი ხელისუფლებისთვის, იტყოდა - ნახეთ, როგორი დამოუკიდებელია სასამართლო, დამოუკიდებელია მოსამართლე და ა.შ.

„მაგრამ ალბათ არც იმის იმედი ჰქონდათ, რომ ამჟამად მისთვის წაყენებული ბრალი სასამართლოზე აბდა-უბდა არ გამოუვიდოდათ და გადაწყვიტეს მიაბან სხვა საქმე. თუ პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას 28 წლის წინ მომხდარ მკველობის საქმეზე, იტყვის - აგერ, ბატონო, ახალ საქმეზე მიდის გამოძიებაო და შეიძლება დატოვონ პატიმრობაში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლია მუხაშავრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×