რეზონანსი
04.06.2020

ლულუ კახიანის და გიორგი გვარჯალაძისუფროსი ქალიშვილის, ლენოს გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.

"ყველაზე საშინელი დღე დადგა. იქ ვზივარ, სადაც ერთი წლის წინ შენ იჯექი. მაშინ კიდევ გიცემდა გული, ბოლოჯერ ჩაგეხუტე და გითხარი მიყვარხარ. და შენ მიპასუხე "მეც დე". და მერე დაგტოვე. ვერ დაგიცავი... მაპატიე ლენო...

ეს შენი ბოლო ფოტოა. ახლაც იღიმი? მხედავ? გრძნობ როგორ ვნანობ ყოველ უთქმელ სიტყვას, ყოველ გადაუდგმელ ნაბიჯს? რამდენი ახალი თავგადასავალი გექნებოდა ამ ერთ წელიწადში, რამდენი სიხარული და იმედგაცრუება. თმა ისევ მოკლედ გექნებოდა? ახალ ტატუსაც დაიმატებდი. ჩემთან იქნებოდი.

ჭრილობა მოუშუშებელია. ტკივილი მოუნელებელი. სიცარიელი ამოუვსებელი. დრო არ კურნავს. დრო გაჩერდა. ლენო, როგორ მიყვარს შენი სახელი და შენ. You are in my head all the time and in my heart forever my sweet baby", - წერს ფეისბუქზე ლული კახიანი.

2019 წლის 4 ივნისს თბი­ლის­ში, მე-9 კლასის მოსწავლე ელენე გვარჯალაძე ტრაგიკულად დაიღუპა. გოგონა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×