რეზონანსი
05.06.2020

თბილისის მერის კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე, დეპრესიაზე საუბრობს, რომელიც თითქმის ქალების 50%-ს აწუხებს.

„მე არ ვამბობ რა მწყინს, ვიგროვებ ხოლმე წყენას გულში, ამ დროს „ივსები“და მერე გადმოდის ეს წყენა. ამიტომ ჩემს თავზე ვმუშაობ. ფსიქოთერაპიაზეც მაგის გამო ვიარე.

მეოთხე ბავშვის მერე ალბათ ბევრ ქალბატონს ჰქონია მშობიარობის შემდგომი სტრესი, ოღონდ ეს როგორი სტრესი იყო იცით? ვერ აგიხსნით. ყველაფერზე ვტიროდი, ვნერვიულობდი.

ბავშვს ერთი ღამე ძიძასთან არ დაუძინია. მოხდა ისე, რომ მილანში წავედი და თავს ამის გამო დამნაშავედ ვგრძნობდი.

მე სადაც ვიმშობიარე ეს იყო მარიამ ღვთისმშობლის სამშობიარო და იქ იყვნენ მონაზვნები და მაკვირდებოდნენ, ბავშვს არ ვატანდი არავის.

რომ ჩამოვედი ჩემმა მეგობარმა მითხრა, ფსიქოთერაპიაზე მევლო და ამან ძალიან მიშველა, 3 თვეში გავმაგრდი.

სტრესი ძალიან მოქმედებს ქალებზე. ფსიქოთერაპევტმა მითხრა რომ, 40 წლის ასაკიდან რა დაავადებებიც ქალებს უჩნდებათ ყველაფერი ეს არის დაგროვილი წყენები, ნერვიულობა, სტრესი.

ეს ყველაფერი უნდა გამოუშვათ და ვეცადოთ ყოველთვის, რომ ვიყოთ ლამაზად, ჩვენი თავი მოგვწონდეს, მუდამ გავცეთ დადებითი ენერგია და ის მუდამ უკან ბრუნდება“, – განაცხადა ანუკი არეშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×