
წინასაარჩევნო პროცესში წინ წამოიწია ე.წ. კვოტების გადანაწილების საკითხი, თუ ვინ მოხვდება "ქართული ოცნების" სიაში და ვინ დარჩება თამაშგარეთ. თუ ვინ ადგენს ამ სიებს, ამ თემაზე „რეზონანსი" ყოფილ მაჟორიტარს მამუკა არეშიძეს ესაუბრა. მისი თქმით, 2012 წელს პარტიებს მოჰქონდათ სიები და იწყებოდა მსჯელობა. ერთგვარი თათბირი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან იმართებოდა, თუმცა დღეს ვინ ადგენს ამ სიებს, არ იცის, შესაძლოა ეს იყვნენ უმრავლესობის ლიდერები - კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე.
„2012 წელს ვიცი, 2016 წელსაც და ახლა ვინ ადგენს, წარმოდგენა არ მაქვს. მაშინ პარტიების ხელმძღვანელებს მოჰქონდათ სია, კვოტები იყო 10 კაცში ვინ უნდა ყოფილიყო" თავისუფალი დემოკრატების, " "რესპუბლიკელები" და სხვების, ვინც იყო მაშინ კოალიციაში.
"შემდეგ იყო მსჯელობა კონკრეტულ კანდიდატებზე, თათბირი იმართებოსა ბიძინასთან" (ივანიშვილი) და იქ წყდებოდა, " - თქვა მან.
„რეზონანსის" კითხვაზე, ვინ ადგენს დღეს ამ სიებს, აღნიშნა: „თქვათ კალაძე შეიძლება იყოს ჩართული ამ საქმეში, კობახიძე, არ ვიცი... მაჟორიტარი ვიყავი გარდაბანში და ამ საქმეში საერთოდ არ მიმიღია მონაწილეობა."