ია აბულაშვილი
05.06.2020

ქართული ხუროთმოძღვრების უძველესი ძეგლი ნიკორწმინდა, რომელიც რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში მდებარებს, მე-11 საუკუნის დასაწყისშია აგებული. ტაძარს პირვანდელი სახე დღესაც აქვს შემორჩენილი, რაც იშვიათი მოვლენაა ქართული ეკლესიების ისტორიაში. ტაძრის უნიკალურობაზე მიანიშნებდნენ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში უცხოელი მოგზაურები.

ნიკორწმინდა 1010-1014 წლებში ააშენა მეფე ბაგრატ მესამე კურაპალატმა, რომელიც წმინდა ნიკოლოზის სახელზე უკურთხებიათ და სავარაუდოდ აქედან უნდა იყოს წარმოშობლი ტაძრის სახელი, ამის დასტურია ტაძრის შესასვლელში ამოკვეთილი წარწერა, სადაც მოხსენიებულია ბაგრატ მესამე "აფხაზთა, რანთა და ქართველთა მეფე".

"ქრისტე, ძეო ღვთისაო, ადიდე სიმართლით დღეგრძელობით შენ მიერ გვირგვინოსანი ბაგრატ აფხაზთა და რანთა მეფე და ქართველთა კურაპალატი და გაზარდე ძე მისი გიორგი ნებისა შენსა და მეოხებითა წმინდისა" - ტაძრის ბარელიეფის ოვალურ მხარეს ამოკვეთილი ეს წარწერა ადასტურებს ტაძრის აგების თარიღს. ბაგრატ მეფემ რანი აიღო 1010 წელს და ამ პერიოდში დაიწყო ნიკორწმინდის მშენებლობა. მე-16 საუკუნეში ნიკორწმინდა განაახლა იმერეთის მეფემ ბაგრატ მესამემ. ამ ფაქტს ადასტურებს 1534 წელს მეფის მიერ ტაძრისთვის ნაბოძები სიგელი.

ნიკორწმინდის ტაძარი გუმბათოვანია, გარედან სწორკუთხოვანი ჯვრის ფორმა აქვს. ტაძარი შემკულია ლამაზი ჩუქურთმებით, რელიეფური ქანდაკებებით და მრვალფიგურიანი სცენებით. ნიკორწმინდა გამორჩეულია თავისი უნიკალური მხატვრობით, მის აღმოსავლეთის ფასადზე გამოსახულია ფერისცვალების სცენა, ხოლო მარცხენა ფასადზე ქრისტეს მეორედ მოსვლა და ჯვრის ამაღლების კომპოზიციები. განსაკუთრებთი გამოირჩევა ტაძრის კამარა, რომელზედაც გამოსახულია სხივი და მასში ჩასმული ჯვარი. ჯოჯოხეთის სცენებით გამდიდრებულ ფრესკაზე ეშმაკთან ერთად გამოსახულია დიდი გველეშაპი, რომელსაც გაღებული აქვს პირი და ადამიანები უშვებიან ქვესკნელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×