თამარ შუკვანი
05.06.2020

„ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, პარტია მზადაა თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმოს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, „ნაცმოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში, - გლდანსა და სამგორში დაიწყებს, რაც ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, მეტყველებს იმაზე, რომ პარტიას ამ ორ ოლქში შესაძლოა კონკურენტუნარიანი კანდიდატები ჰყავდეს შერჩეული ან მიხვდნენ, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დათმობებზე წასვლის დროა.

„ალბათ, მათი აზრით, ჰყავთ ისეთი კონკურენტუნარიანი კანდიდატები, რომლებიც შეძლებენ გამარჯვებას. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მიხვდნენ, თუ დათმობაზე არ წავიდოდნენ, ოპოზიციური ერთობა დაიშლებოდა.

„ეს განცხადება არაფაერს მეუბნება, გარდა განზრახვების დეკლარირებისა. იმ გაერთიანებაში „ნაცმოძრაობის" გარდა არის „ევროპული საქართველო" და სხვა პარტიები, როგორი იქნება მათი პოზიცია, ეს არის გასარკვევი," - თქვა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

„ნაციონალურ მოძრაობას" შეკრება და შეთანხმება არ ჰქონია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა „რეზონანსს" უთხრა, რომ ამ განცხადების შესახებ თავად ტელევიზიით შეიტყვო.

ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ „ნაცმოძრაობის" განცხადება გარკვეულ ეჭვებსა და კითხვებს აჩენს:

„ეს არის ძალიან სიმპტომატური, რომ გაერთიანების წევრები, ოპოზიციური პარტიები ტელევიზიით იგებენ მათი გაერთიანების სხვა წევრების განზრახვების შესახებ. ეს არის არანორმალური მოვლენა, როდესაც საუბარია პოლიტიკური პარტნიორობაზე," - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×