
ოკუპირებული ცხინვალის გამოსასწორებელ კოლონიაში ბუნტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროთი გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პატიმარმა სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდარი ხუთშაბათს იზოლატორში ჩატარებულ ჩხრეკას უკავშირდება, რომელიც აკრძალული ნივთების ამოსაღებად განხორციელდა.
„სამინისტროს" ცნობით, ერთ-ერთ პატიმარს მობილური ტელეფონი ჩამოართვეს, რომელმაც თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია. მომხდარის გამო, თანამშრომელთა უსაფრთხოების დასაცავად, ე.წ. შსს-ს ძალები გამოიყენეს და შემოწმება გაგრძელდა.
ე.წ. გენპროკურატურის თანამშრომლებმა ადგილზე ჯგუფური დაუმორჩილებლობის ფაქტი დააფიქსირეს.