რეზონანსი
09.06.2020

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა.

„ერთი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოფიციალურად რომ გააჟღეროს უნდობლობა მეორე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მიმართ, ეს წარმოადგენს ოფიციალურ პოლიტიკურ განცხადებას.

მართალია ის, თუ მტყუანი, ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა.

თუ იმ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობაზე ისევ რჩება და წარმართავს ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკას, ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერი და კოლეგები ენდობიან მის ავტორიტეტს.

შესაბამისად, ქვეყანა, რომელიც ოფიციალურად ეჭვქვეშ აყენებს მეორე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის კომპეტენტურობასა და გამჭვირვალობას, არ მიიღებს მის მიერ გაკრიტიკებული ქვეყნისაგან არანაირ დახმარებას, მით უმეტეს, რომ მას უკვე მოსთხოვეს ბოდიშის მოხდა ამ ეჭვისა და კრიტიკის გამო.მარტივია"- წერს გურული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×