
„რესპულიკელებს არ გვაქვს პრეტენზია თბილისში რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში გვყავდეს კანდიდატი, ამიტომ არ ვმონაწილეობთ განხილვებში“, - ასე ეხმაურება „რესპულიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ოპოზიციაში დაწყებულ კონსულტაციებს თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით.
როგორც „გაერთიანეულ ოპოზიციაში“ აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად ერთინობა მნიშვნელოვანია; ამ ერთობისთვის წინ გადაგმულ ნაბიჯად კი „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მიიჩნევენ, რომელიც თბილისში მხოლოდ 2 ოლქში აპირებს მაჟორიტარობი საკუთარი კანდიდატის დაყენებას და 6 ოლქს კი დანარჩენ ოპოზიციას უთმობს.
თბილისის ორ ოლქში აპირებს მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენას „ევროპული საქართველოც“.
„ჩვენ თავისუფალი ვართ ამ პარტიული მოტივებით ატეხილი ხმაურისგან. მონაწილოებას არ ვიღებთ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატების განაწილებაში. „რესპულიკელებს“ არ გვაქვს პრეტენზია თბილისში რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში დავაყენოთ ჩვენი კანდიდატი. აქცენტი, რა თქმა უნდა, გაკეთდება რეგიონებზე“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ბერძენიშვილმა.