თამთა ჩაჩანიძე
09.06.2020

„არჩევნები როგორც კი ოფიციალურად დაინიშნება და პარტია კვლავ საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდება, ალბათ სულ მცირე ხანში ჩვენ ამ წარდგინებასაც გავაკეთებთ", - ამის შესახებ „რეზონანსთან" „პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ განაცხადა.

თევდორაძის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იბრძოლებს და 30-ვე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის საკუთარ კანდიდატებს წარადგენს, თუმცა მათი წარდგინება და ვინაობების დასახელება მოხდება მაშინ, როცა პარტია საარჩევნო სუბიექტად ოფიციალურად დარეგისტრირდება.

„ამ საკითხზე პარტია მსჯელობს და როცა გადაწყვეტილება გვექნება, გაგაცნობთ. პარტია მაჟორიტარ კანდიდატებს 30-ვე ოლქში წარადგენს. ეს იქნება კანონით დადგენილ ვადაში. ჯერ ისედაც არჩევნები და საარჩევნო რეჟიმი ოფიციალურად არ გამოცხადებულა, არჩევნები როგორც კი ოფიციალურად დაინიშნება და პარტია კვლავ საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდება, ალბათ სულ მცირე ხანში ჩვენ ამ წარდგინებასაც გავაკეთებთ", - თქვა თევდორაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრი, დეპუტატი ნატო ჩხეიძე მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა. ამის შესახებ დღეს, 9 მაისს მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან დაკავშირებით თევდორაძე ამბობს, რომ მათ ფრაქციას ჩხეიძესთან დაახლოებით ორი წელია შეხება არ ჰქონია და რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს დეპუტატ ჩხეიძის საქმეა.

„ნატო ჩხეიძესა და ჩვენს ფრაქციას შორის დისტანცირება ჯერ კიდევ წელისადნახევარი, ორი წლის წინ მოხდა, ეს ქალბატონი ჩვენთან უკვე ორი წელია ასოცირებული არაა და მაჭუტაძის პარტიაში გადავა, სხვა პარტიაში თუ თავად შექმნის პარტიას, ამ საკითხით მას „პარტიოტთა ალიანსთან" შეხება არ აქვს."-განაცხადა თევდორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×