რეზონანსი
10.06.2020

სოციალური ქსელი მოიცვა ტელეწამყვან ია ფარულავას "ინსტაგრამის" ე.წ. სთორში გამოქვეყნებულმა ვიდეომ, რომელშიც ის უცენზურო სიტყვებით გამოხატავს გაბრაზებას ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო არსებულ შეზღუდვებზე.

ფარულავას ვიდეო გამოყენებული იყო სხვადასხვა მედიასაშუალებაში, მათ შორის “მთავარ არხზე”, რასაც ის გამოეხმაურა:

“ჩვენმა საზოგადოებამ მე ბევრი რამე მაპატია (უშვილობა, ბევრი ქმარი, მსუბუქი ყოფაქცევა, ლანძღვა, გინება მწარე ენა და ა.შ. რადგანაც მე ვარ 53 წლის ლამაზი, ჭკვიანი, განათლებული და ნიჭიერი ქალი… ამისთვის მადლობელი ვარ თქვენი), მაგრამ ინსტაგრამის “სთორის” გამოტანა ახალ ამბებში მაგარი ბანძობაა ძმაო...” – წერს ია ფარულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×