
"თავისუფალი საქართველო" მონაწილოებას არ ვიღებთ მაჟორიტარ კანდიდატებზე შეხვედრებში. ამომრჩეველს ვთავაზობთ ახალ ალტერნატივას, 30-ივე მაჟორიტარულ ოლქში დავაყენებთ ჩვენს კანდიდატს, რათა არ ჰქონდეს განცდა, რომ მხოლოდ ორი არჩევანია, "ნაცები" და "ქოცები" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ოპოზიციაში დაწყებულ კონსულტაციებს თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით.
როგორც "გაერთიანებულ ოპოზიციაში" აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად, მნიშვნელოვანია ერთობის შენარჩუნება. ამ ერთობის შესანარჩუნებლად კი წინ გადაგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, რომელიც 8 მაჟორიტარი ოლქიდიდან 6-ს დანარჩენ ოპოზიციას უთმობს.
"ეს განცხადება, რომ 8 ოლქიდან 6-ს თმობენ, გააკეთა ნიკა მელიამ. როგორც ჩანს, ეს მისი პირადი განცხადება იყო და სწორედ ამას მოჰყვა ოპოზციის შიგნით უთანხმოება. პიარულად კი გაკეთდა ეს განცხადება, მაგრამ არითმეტიკა ჩვენც ვიცით; ანუ 30 მაჟორიტარი ოლქიდან თმობს მხოლოდ 6-ს, ისიც თბილისში, რეგიონებში, სადაც რჩება 24 ოლქი, არაფერს არ თმობს.
"თავისუფალი საქართველო" ამ შეხვედრებში ისედაც არ იღებდა მონაწილეობას. ჩვენ ამომრჩეველს ვთავაზობთ ახალ ალტერნატივას, 30-ივე მაჟორიტარ ოლქში დავაყენებთ ჩვენს კანდიდატს, რათა ამომროჩეველს არ ჰქონდეს განცდა, რომ არჩევანი არ აქვს; აქეთ თუ ვოლსკი იქნება, იქით ბოკერია, ჩვენ გვეყოლება მაგალითად, გოგი წულაია... როცა ხელისუფლების მთავარი ალტერნატივა ხდება "ნაცი", ქართველი კაცი ყველა უტიფრობას პატიობს ხელისუფლებას და ისევ "ქოცს" აძლევს ხმას. ოპოზიციის მთავარი პრობლემაც ისაა, რომ არ არის ჩამოყალიბებული სახელისუფლებო ალტერნატივაზე. ეს გამოაჩინა ვაშაძის საკითხმაც (პრემირ-მინისტრად დასახელებამ), თუ რამდენად არასერიოზულია ოპოზიცია და როგორი გაურკვევლობა შეიქმნა ამ საკითხთან დაკავშირებით.
ამომრჩეველთა დიდი მასა, რომელმაც არ იცის ვის მისცეს ხმა, ოპოზიციაში ამ გაურკვევლობას ხმას არ მისცემს. ეს იყო ხარაკირი, რომელიც საკუთარ თავს გაუკეთა ოპოზიციამ. რაც არ უნდა იყოს, ივანიშვილი მაინც რჩება ფაქტორად, ანუ ბიძინა თუ წავა, მერე რა იქნება, ვინ იქნება ბიძინას ალტერნატივა? ასეთი გამორჩეული ლიდერი კი არ ჩანს, ეს არ ესმის ოპოზიციას. ამიტომ არის საჭირო დასახელდეს ზომიერი და გაწონასწორებული პიროვნება ივანიშვილის ალტერნატივად.
რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს" და "ლელოს". "ევროპულ საქართველოს" აქვს რამდენიმე კოზირი; კავშირები დასავლეთთან, ფინანსები კეზერაშვილისგან, აქვთ ლავირების უნარი ხელისუფლებასთან მიმართებაშიც, მაგრამ ის ფასეულობები, რაც მათ აირჩიეს, მკვეთრად ანტიეროვნულია, ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს. "ლელოსთან" მიმართებაში კი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ ხმას აძლევს "ერთ ბანკირს".
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავირებით ვფიქრობ, რომ ერით პიროვნების გამო, არ ღირს ცვლილებების ჩაგდება. საერთშორისო საზოგადოება, როგორც ხელისუფლებისგან მოითხოვს პასუხისმგებლურ დამოკიდებულებას ამ საკითხთან მიმართებაში, ასევე მოითხოვს ოპოზიციისგან. ჩვენ "თავისუფალი საქართველო" მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმედია ხელისუფლება ამჯერად გონიერად მოიქცევა. ასე რომ, ინტრიგა ახლა ოპოზიციის მხარეს რჩება.
20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით, ადრეც განვაცხადეთ და ახლაც ვაცხადებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და მისი სატელიტი პარტიების მიერ ჩატარებულ აქციებში მონაწილეობას არ მივიღებთ," - განაცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ.