რეზონანსი
11.06.2020

ცნობილი ექიმი, კოტე მათითაშვილი ეროვნული გამოცდების საქართველოში ჩატარებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, აბიტურიენტებს პირბადის მოხსნა არ შეეძლებათ და ოთახებში კონდიციონერები არ ჩაირთვება.

„აი, მაგალითი ჩვენთან ოსვენციმს უწყობენ ბავშვებს? მარაზმი! სირცხვილია განათლების სამინისტრო! გამოცდა აზროვნების და განათლების შეფასებაა და არა ხუთვის და ამტანობის. გონს მოეგეთ დროზე! ტვინს ჟანგბადი და ნორმალური ტემპერატურა სჭირდება გამართული აზროვნებისათვის! სიგიჟეა ეს უკვე! წყლის შეზღუდვა ხომ საერთოდ პიკია იდიოტიზმის! ღია სივრცეებში: დილას 07.00-11.00 მდე და საღამოს 19.00-23.00 მდე! ჟანგბადი ექნებათ!"- წერს მათითაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×