
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ 2020 წელი მზის და მთვარის დაბნელების დროს დაიწყო.
ასეთ დროს დაწყებული ახალი წელი ყოველთვის სირთულეების მომტანია.
„წლის განმავლობაში გვაქვს 6 მზის და მთვარის დაბნელება, ეს ყველაზე დიდი რიცხვია. 2020 წელიც ასე დაიწყო და როცა საახალწლო გადაცემებია, ხალხი საახალწლო განწყობაზეა, ამ დროს გამოდიხარ და ამბობ უმძიმესი წელიწადი იქნებაო, ცუდი მოსასმენია.
პატრიარქმაც თქვა და მერე მეც ვთქვი, რომ ჩვენ ამ პანდემიას შედარებით მარტივად გავივლიდით. მან რელიგიური ხედვიდან დაინახა და მე ასტროლოგიურით.
მე ჩემი ასტროლოგიური ხედვით გეტყვით, რომ საქართველო ყველაზე უმტკივნეულოდ გამოვა ამ პრობლემიდან, რადგან იუპიტერი ჩვენ გვიცავს“, – განაცხადა "პროფილში ცაგარელმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე